|
2016-11-10 13:30:42, 644 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა განრიდების პროგრამების გაძლიერების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში დაიწყო პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“. პროექტს სსიპ„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდისა(UNICEF) და ევროკავშირის დაფინანსებითახორციელებს. მისი მიზანია, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე10 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგიჩატარდება და გადამზადდებიან სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. პროექტში სულ 250-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ჩაერთვება.საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით,პროექტი ასევე მოიცავს არასპეციალიზებული იმ100-მდე პროკურორის გადამზადებასაც, რომლებიც მუშაობენ 18-დან 21 წლამდე პირების განრიდებაზე. სამუშაო შეხვედრების/ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას აღდგენითი მართლმსაჯულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების, განრიდების მექანიზმის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის და ინდივიდუალური მიდგომის შესახებ. ასევე მოხდება ადგილობრივ დონეზე არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი მოძიება. პროექტის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს, ასევე, ადგილობრივ დონზე საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება და პროფესიონალებს შორის გუნდური მუშაობის უნარების გამყარება. ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა, რის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა განრიდებისმექანიზმში და პროგრამა დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს.კოდექსის ამოქმედებით მნიშვნელოვნად გაიზარდა განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2015 წლის 9 თვეში განრიდდა 212 არასრულწლოვანი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში განრიდებულთა რაოდენობამ 326 შეადგინა.გარდა ამისა,გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია მედიაციის კონფერენციების რაოდენობა.2015 წლის 9 თვეში ჩატარდა 89 მედიაციის კონფერენცია, ხოლო 2016 წლის იმავე პერიოდში - 169 მედიაციის კონფერენცია. (NS)
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)