14:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:15:15, 723 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი გავა

12 ნოემბრიდან ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) რადიო არხი - Österreich 1-ის ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი გავა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  ავსტრიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, რადიო არხის შემოქმედებითი ჯგუფი მიმდინარე წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოში იმყოფებოდა გადაცემების მოსამზადებლად.

საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადებული რადიო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „საქართველო - მეზობლად" (Nebenan: Georgien)  12-დან 19 ნოემბრამდე  რადიოს პირდაპირ ეთერში გავა.

ერთკვირიანი რადიო-პროექტი 55 გადაცემას მოიცავს. ყოველი დღის საეთერო ბადეში საქართველოს ხუთიდან თერთმეტამდე გადაცემა მიეძღვნება, რომლებიც თემატურად შემდეგ რუბრიკებშია გადანაწილებული:  საზოგადოება, მუსიკა, რელიგია, კულტურა და მეცნიერება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics