|
2016-11-09 12:59:42, 695 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საელჩო აშშ-ში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს
14 ნოემბერს, აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავია-კონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი (ქართველიშვილი) მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ქართველების შესახებ აშშ-ში ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ და ამერიკის ავიაციის განვითარებაში ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრებენ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია, ალექსანდრე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ რუბინი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო წარუდგენს ორ დოკუმენტურ ფილმს: ალექსანდრე ქართველის ასოციაციის მიერ მომზადებულ „ალექსანდრე ქართველი და მისი ცხოვრება" (Alexander Kartveli and His Life) და რამაზ ბლუაშვილის გადაღებულ ფილმს „სიმღერა" (The Song - How a Georgian Folk Song was placed on the Voyager Mission Spacecraft). აღნიშნული ღონისძიება ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან პარტნიორობით ტარდება.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)