|
2016-11-08 23:24:52, 834 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: ფაქტობრივად, ყველა ჩემი ნაცნობი სამსახურს ეძებს
ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშივლმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვითარება რთულია და, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებელი მმართველი ძალა და მთავრობაა. "დასაქმების საკითხი, ეკონომიკის ზრდის არასაკმარისი ტემპი. დაგეგმილი 3%-იც კი ვერ გამოვიდა, რაც ისედაც არ არის კარგი ზრდის ტემპი ეკონომიკისთვის. ახლა ეს მაჩვენებელი 2.6 პროცენტია. ჩემს ირგვლივ ფაქტობრივად ყველა ჩემი ნაცნობი ეძებს სამსახურს. სამწუხაროდ, ბევრი წასულია საზღვარგარეთ და იქ ცდილობს დასაქმებას. პარალელურად ლარის გაუფასურებამ ვითარება გაართულა. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაიზარდა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა, ამან მოსახლეობის ვითარება უფრო დაამძიმა," - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)