|
2016-11-08 15:15:14, 931 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება
დიდუბის რაიონში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები წერეთლის გამზირ N105-სა და მე-3 კორპუსებთან მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი. სამუშაოები უკვე დასრულდა წერეთლის გამზირ N111-სა და 113-ში, კერესელიძის ქ N1-ში, სამტრედიის მე-2 კორპუსთან, ბელიაშვილის ქ N40-ში, ასევე წერეთლის გამზირის მე-2 კორპუსთან. სამუშაოებს დიდუბის რაიონის დაკვეთით შ.პ.ს „გეოსერვის+ ახორციელებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს. მიმდინარე წლის განმავლობაში დიდუბესა და დიღმის მასივში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები 31 მისამართზე შეიცვალა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)