13:12 - 07 Jul, 2026
|
2016-11-08 13:08:10, 806 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანის 30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა
ჩიქოვანის ქუჩის N30-თან საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, ჩიქოვანის N34-სა და N36-ს შორის მდებარეობს, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერები მოაწყო. მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ შესაბამისი პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა და სამუშაოებიც დაიწყო. კედლის მშენელობა უკვე დასრულებულია როგორც მდინარე ვერეს ხევის, ისე უშუალოდ ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან. კედლის პარალელურად, გაკეთდა კორპუსებთან ასასვლელი კიბე. სამუშაოები კომპანია „ლაგომ“ შეასრულა და მისი ღირებულება 21000 ლარია. ამავე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობა წელს სპორტულ მოედანს ააშენებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)