|
2016-11-07 18:26:54, 843 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოგზავნა. ცხოველები გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ვოლიერებში განთავსებული ახალი ბინადრების სანახავად, დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად იმყოფებოდა. წელს თბილისისზოოპარკმაევროპისზოოპარკებისგანსაჩუქრად,ჯამში, 70-ზემეტიცხოველიმიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა. ზოოპარკის სტუმრებს ახალი ცხოველების ნახვა დღეიდან შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)