|
2016-11-06 17:15:26, 864 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: იმედი მაქვს, პარლამენტი ამ თანამდებობებზე დასახელებულ პირებს დაამტკიცებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის ამ პოზიციაზე საქმიანობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები შეირჩნენ, მდინარაძე ამბობს, რომ ყველა მათგანი კვალიფიციური და გამოცდილი კადრია. „ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ის პოზიცია, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი.ყველა საპარლამენტო თანამდებობაზე ძალიან კვალიფიციური, მათ შორის, გამოცდილი კადრები არიან დასახელებული. იმედი მაქვს, პარლამენტი დაამტკიცებს, აირჩევს ამ თანამდებობებზე დასახელებულ პირებს და ჩვენი საქმიანობაც ერთობლივად ამ გუნდათან ერთად იქნება ძალიან ნაყოფიერი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ და ახალმა საპარალამენტო უმრავლესობამ, საპარალამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო. პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანდიდატურები: - პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრისამხარაძე - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა კობალაძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები გრძელდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)