|
2016-11-06 14:45:01, 928 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დღეს საღამოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. უწყების ინფორმაციით, ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე - „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“. ვიზიტის ფარგლებში პაოლო გენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს დაღულული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)