|
2016-11-05 12:59:23, 763 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება
თბილისის ზოოლოგიურ პარკში საფრანგეთიდან 11 ცხოველი ჩამოდის. ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს გზავნის. ცხოველები 7 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია. წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართულნი თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან _ ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა - შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)