08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 12:52:53, 2138 ნახვა

მსოფლიო
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტებმა 1 600 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს

ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 1 600 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს, მათ შორის 400 ქალია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, „ბოევიკები“ მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ.

გაერო-ს ინფორმაციით, 2 ნოემბერს „ისლამური სახელმწიფოს“ "ბოევიკებმა" მოსულში 180 ყოფილი საჯარო მოხელე სიკვდილით დასაჯეს.

ამჟამად უწყება ამოწმებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოსულში შესაძლოა, კიდევ 200 ადამიანის მკვლელობა განხორციელდა.

ერაყის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულზე შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით, ტერორისტები დიდ დანაკარგს განიცდიან. შეიარარებული ძალები მოსულის რაიონ ზაჰრას 90% უკვე აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics