|
2016-11-04 21:44:30, 2212 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „თიბისი ჯგუფის“, „ანაკლიის განვითარების კორსორციუმისა“ და მათი ჩინელი პარტნიორი კორპორაციების ხელმძღვანელებთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის განხორციელების პროცესში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჩინელმა ინვესტორებმა მოისმინეს აგრეთვე დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესახებ. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)