|
2016-11-04 11:23:56, 626 ნახვა
პოლიტიკა
უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-13 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, ისევე, როგორც პირველ ტურში, ამომრჩეველს კვლავაც მიეცა საშუალება, მშვიდ და სამართლიან გარემოში გაეკეთებინა არჩევანი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს, 15 ნოემბრამდე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების გასასწორებლად, რომლებიც კომისიის მიერ საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. თეა წულუკიანმა კომისიის მუშაობაში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს 28 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა, მიაწოდონ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სპეცუბნების გაუქმების იდეა შუალედური არჩევნების შემდეგ სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაჩნდა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, „უწყებათაშორის კომისიაში პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად იბადებოდეს იდეები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ". უწყებათაშორისმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ინფორმაცია მოისმინა არჩევნების მეორე ტურზე მომხდარ შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ. უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ტარდება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)