|
2016-11-03 17:02:21, 740 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
ტექნოპარკში UG Lemondo ტრენინგ ცენტრისა და სპორტის და ახალგაზობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კურსის აპლიკანტები, ასევე სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამა შშმ პირებზეა გათვლილი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, მონაწილე შშმ პირებმა შეისწავლონ მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი და ტრენინგ ცენტრის ლაბორატორიის გამოყენებით შექმნან სტარტაპი, რომელიც სხვა დეველოპერულ კომპანიებს გაუწევს მომსახურებას, რაც შექმნის ახალ სამუშაო ძალას და მობილური აპლიკაციების სფეროს საქართველოში. პროგრამირების შესასწავლად არ არის დამატებითი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო. სწავლება ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყება. მობილური აპლიკაციების პროგრამა 3 თვე UG Lemondo Trainings-ის კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაგრძელდება. შეხვედრა კვირაში 4-ჯერ ორი საათით გაიმართება. სამუშაო თემები შეეხება პროგრამირების შესავალსა და მასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, ასევე ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები აპლიკაციებზე, კურსის დასასრულს კი მონაწილეები შექმნიან თავიანთ აპლიკაციებს. ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს მობილური აპლიკაციების შემსწავლელი პროგრამა ხელს შეუწყობს წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციაში. (NS)
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)