13:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 17:11:48, 800 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების მხრივ

 „საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების მხრივ“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან  კელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შანსი ჰქონდა.

 ელჩმა ქართველ ხალხს  საპარალამენტო არჩევნების  წარმატებით დასრულება მიულოცა.

„როგორც სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება უკავშირდება ძალადობისა და დაშინების ინციდენტებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ინციდენტები იქნება გამოძიებული თავისუფალი და დაბალანსებული სამართლებრივი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, იმოქმედოს კონსესუსების გზით, ქართველი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის, რაც არის დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია”, -აღნიშნა კელიმ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics