08:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 20:44:56, 695 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი უსუფაშვილზე: ძალიან გამიკვირდება “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი რომ გამოთქვას

ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქრონიკის" ეთერში, კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ უსუფაშვილს “ქართულმა ოცნებამ” თანამშრომლობა შესთავაზოს, განაცხადა.

პრეიერის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” არაადეკვატური, შეტევითი კამპანია დაიწყეს „ქართულ ოცნებაზე“. მისივე განცხადებით, "პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის".

“პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ ერთადერთს ვიტყვი, დასანანია თუ როგორ განვითარდა პარტიის საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიაც, მათი რიტორიკაც. დასანანია ისიც, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არა ერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, რომ მან თქვას, რომ „ქართულ ოცნებასთან“ უნდა თანამშრომლობა”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით,  პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. პრემიერმა დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ “ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics