|
2016-10-28 16:15:56, 954 ნახვა
საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი კვლავ შეფერხებით მუშაობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების თაობაზე, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილების შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET" - ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. „ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია. ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)