|
2016-10-27 09:24:07, 2252 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი საათის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, პირველი მიწისქვეშა ბიძგები, რომლის სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდ, მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა. მოგვიანებით კიდევ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 68 კილომეტრში მდებარეობდა. BBC-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქ რომშიც იგრძნობოდა. სტიქიის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც მედია საშუალება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა მხოლოდ ოთხმა მათგანმა მიიღო სერიოზული ტრავმები. გარდაცვლილების შესახებ იფნორმაცია არ ვრცელდება. CNN-ის ცნობით, უმბრიას რეგიონის ქალაქ კამპოში მე-15 საუკუნის ეკლესიაა დანგრეულია, რომელიც აგვისტოში მომხდარმა მიწისძვრამ დააზიანა. შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)