|
2016-10-26 18:42:16, 1718 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე: 2012 წელთან შედარებით „Doing Business“-ის ყველა კომპონენტი გაუმჯობესდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგის შედგენისას, მეთოდოლოგია შეიცვალა. „შესაბამისად, ის მე-8 ადგილი, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ეკავა, ახლა უდრის 24-ე ადგილს. დღევანდელი მე-16 ადგილი კი იმ მეთოდოლოგიით, რომელიც იყო 2012 წელს, ახლა მე-7 ადგილია. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს წინსვლა. დღევანდელი მეთოდოლოგიით მაშინდელი სიტუაცია რომ გაზომილიყო, საქართველო იქნებოდა არა მე-8, არამედ 24-ე ადგილზე,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მაგალითად მოიყვანა „Doing Business“-ის ერთერთი კომპონენტი, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა ქვეყნის მასშტაბით მიწა აზომილი და რეგისტრირებული. „ეს ინდიკატორი იმ დროს არ არსებობდა. შესაბამისად, როგორც კი შემოვიდა ეს ინდიკატორი, მოხდა საქართველოს პოზიციის ცვლილებაც. ასე რომ, არაფერი არ გაუარესებულა. პირიქით, 2012 წელთან შედარებით ყველა კომპონენტში გაუმჯობესება გვაქვს.,“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)