|
2016-10-26 17:08:16, 760 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ნაძალადევის რაიონის კერძო და საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. განიხილეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დადგენილება, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა. შეხვედრას ოცდაათი დირექტორი დაესწრო.მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მათი მიზანია, სკოლებში ადრეული პრევენციის გაძლიერება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მიმდინარეობს პროგრამა „ახალგაზრდული კლუბი“, რომლის მიზანია, არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდება, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა და სხვა. პროგრამა ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული, თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)