|
2016-10-26 16:03:47, 1459 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: ციფრებში, რომელშიც დღევანდელი ბიუჯეტია დამტკიცებული, ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ
იმ ციფრებში, რომელშიც დღევანდელი ბიუჯეტი არის დამტკიცებული, ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვენეტაძის თქმით, სებ-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს მანდატი, რომ კომენტარები გააკეთოს, თუმცა არსებულ პირობებში ამის საჭიროებას ვერ ხედავს. "გვაქვს მანდატი, რომ კომენტარები მივცეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი ჯერჯერობით არ შეცვლილა ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გვაქვს. იმ ციფრების მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, კურსზე მოქმედების ძალიან დიდ რისკს ვერ ვხედავ. შემიძლია გითხრათ, რომ ხარჯების შემცირებას აქვს კურსზე კარგი ეფექტი, ანუ ის შეუწყობს ლარის გამყარებას, თუმცა საფრთხეს მაინც ვერ ვხედავ. ბიუჯეტის ცვლილების შემდეგ, ჩვენ ამ საკითხზე კომენტარს გავაკეთებთ, თუმცა როგორი სახის იქნება ამას მომავალში გავაჟღერებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)