|
2016-10-26 15:40:37, 1889 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ბუცხრიკიძე: კომპანია „კოპენბურის“ სახელის ცვლილება აუცილებლად მოხდება
„ვფიქრობთ, რომ სახელის ცვლილება აუცილებლად მოხდება“,-ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, კომპანიის სახელის ცვლილება სავარაუდოდ 2017 წლის პირველ კვარტალში მოხდება. „ეს არის სამუშაო, რომელსაც ჩვენ მარკეტინგულ კომპანიებთან ერთად განვახორციელებთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, მომავალი სამი წლის განმავლობაში გინდა, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ლიდერი იყოს ქვეყანაში და მინიმუმ 25% ბაზრის წილი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ, დასაქმების კუთხითაც მრავალი დასაქმებული გაჩნდება“,-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, „თიბისი ბანკმა“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)