|
2016-10-26 15:37:26, 1758 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: „თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ გაერთიანება საბანკო სექტორისთვის კარგი იქნება
„ვფიქრობ, რომ „თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ გაერთიანების გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი იქნება საქართველოს საბანკო სექტორისთვის, და არამც და არამც არ იქნება ბანკებს შორის კონკურენტულობის შემცირების მიზეზი“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორში ორი მსხვილი ბანკი არსებობს და ეს კონკურენციის არსებობაზე მიუთითებს. „იყო შეკითხვა, ხომ არ მოახდენს ეს გარიგება გავლენას კონკურენციაზე საქართველოს საბანკო სექტორში; საბანკო სექტორში მანამდეც არსებობდა ორი მსხვილი ბანკი და ასევე მძაფრი კონკურენცია. ამ კონკურენციის პირობებში ხშირად რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ხდებოდა. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად კარგი იქნება საქართველოს საბანკო სექტორისთვის, და არამც და არამც არ იქნება ბანკებს შორის კონკურენტულობის შემცირების მიზეზი“,- აღნიშნა გვენეტაძემ. ამასთან, გვენეტაძეს თქმით, "თიბისი ბანკი" არის ის საბანკო ორგანიზაცია, რომელიც ლონდონის ბრენდულ ბირჟაზე არის კვოტირებული. "ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ტრანსპარანტულობის დონე არის ძალიან მაღალი. ეს კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ქართულ ბაზარზე", - განაცხადა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ "თიბისი ჯგუფმა"„სოსიეტე ჟენერალისგან“, „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 100 % შეისყიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)