|
2016-10-26 15:18:24, 1680 ნახვა
ეკონომიკა
ბუცხრიკიძე მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია
„საქართველოსთვის დიდი მიღწევაა, რომ რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“,-ასე შეაფასა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „მსოფლიო ბანკის“ ბოლო ანგარიში „Doing Business 2017”. ანგარიშის თანახმად, საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებშია. „ამას ორი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. პირველ რიგში ეს ნიშნავს, იმას რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის ადვილი. ქართველ მეწარმეებს ბიზნესის კეთება უფრო მარტივად შეუძლიათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია და ჩვენთვის დღესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველომ თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესა ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს საქართველოს მეტი პოტენციალი ექნება, უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)