|
2016-10-25 13:34:13, 873 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობამ აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვ. მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სკვერში გამოიცვლება ბორდიურები, შეკეთდება და შეიღებება ლითონის ღობე, კედელი, მოხდება კიბეების რეაბილიტაცია, დაიგება მოზაიკური ფილები. მათივე ინფორმაციით, სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სკვერში აღმართულია სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დაიდგა. აფხაზეთის სკვერის გარდა, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერშიც დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზისპირა კედლის შეკეთება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამოიცვლება ბორდიურები, დაიგება ფილები, შეკეთდება გარე განათების ბოძი, სასრიალო და საქანელები, სკამები და ურნები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)