|
2016-10-25 12:51:24, 2251 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
"ისლამურმა სახელმწიფომ" პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, პაკისტანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი გარდაიცვალა, 120-ზე მეტი კი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაციას, რომ ტერაქტში 5-6 თავდამსხმელი მონაწილეობდა, აქედან 3-ს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა. აკადემიის ერთ-ერთი კურსანტის თქმით, ტერორისტებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს და თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი კურსანტების საერთო საცხოვრებელში აიფეთქა. აფეთქებების შედეგად აკადემიის ბევრი კურსანტი გარდაიცვალა. მესამე ტერორისტმა თავის აფეთქება ვერ მოასწრა, რადგან სპეცრაზმმა მისი ლიკვიდაცია მოახდინა. ქალაქ კვეტაში სეპარატისტების და ისლამისტების შეტაკებები საკმაოდ ხშირია. ცნობისთვის, აგვისტოში ერთ-ერთი შეტაკების დროს 88 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)