04:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 12:07:44, 732 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე: ყველაფერი გაკეთდება, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს

„დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრი არა თუ არ შეუშლის ხელს გამოძიებას, არამედ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სამხედრო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტს.

ბესელიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს საჭიროა მეტი თავშეკავება და სიფრთხილე.

„გარდაიცვალა ადამიანი და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ბუნებრივია, რაც მოხდა ყველასთვის ემოციურად მძიმეა. მეორეს მხრივ, საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება, რომ ვაცადოთ გამოძიებას. რეალურად ის უკვე მიმდინარეობს და ვნახოთ ობიექტური გამოძიების შედეგები. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არა თუ არ შეუშლის ხელს გამოძიებას, არამედ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიებამ სრული სურათი მიიღოს. ვნახოთ რა მოხდა სინამდვილეში, არ დარჩება არც ერთი კითხვა, რომელზედაც შეიძლება რაიმე პასუხი არ იყოს. ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მეტი თავშეკავება და სიფრთხილე“, - აღნიშნა ბესელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics