|
2016-10-25 11:31:54, 1193 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს
რუსთავში, შსს-ს „112“-ის ახალ ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პრემიერიც დაესწრო. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 112-ის ალტერნატიული ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს. „112 სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწმიფოსთვის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ორივე ცენტრის პარალელური გამართული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება და უზრუნველყოფს თოთოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას და დარწმუნებული ვართ, აქ მაღალი პროფესიონალის მქონე ადამიანები მუშაობენ. შსს-ს 112-ის დეპარტამენტი არის ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სამსახური, რომელიც გადაუდებელი შემთხვევების შესახებ პირველი იღებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეებისგან. ვიცით რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ყოველი წამი გადამწყვეტია და ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად კვალიფიციური დახმარებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და მუდმივად ვითვალისწინებთ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. რუსთავის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი კიდევ ერთი დამატებითი ობიექტი იქნება, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთოების დასაცავად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, ამავე შენობაში ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო ცენტრი, რომელიც 112-ის თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს. „ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება გახდეს 112-ის გუნდის წევრი, შეძლებს ამ სპეციფიკური განათლების რუსთავის ცენტრში მიღებას.შსს-მ ბოლო პერიოდში უმოკლეს დროში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი. ყველა პროექტი ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და ისინი მსოფლიოში საუკეთესო სერვისებს შორისაა და შეგვიძლია დამსახურებულად ვიამაყოთ“,-განაცხადა პრემიერიმა და დასძინა, რომ რუსთავში ამ ცენტრში 175 ადამიანი დასაქმდება. მთავრობის მეთაურმა მათ წარმატებული მუშაობა უსურვა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)