07:03 - 26 Jun, 2026
|
2016-10-24 11:55:26, 2014 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 30-მდე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მედიის ცნობით, ავარია საკურორტო ქალაქ პალმ-სპრინგსის მახლობლად მოხდა. მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტობუსი სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. ამასთან, ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცნობისთვის, ავტობუსი ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა. ის კომპანია US Holiday-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურისტები კალიფორნიისა და ნევადის კაზინოებში დაჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)