|
2015-03-18 15:52:31, 593 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი: წინა ხელისუფლებამ ათონელის რეზიდეენციისთვის მხოლოდ ავეჯზე მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დახარჯა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა წინა ხელისუფლების მიერ ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდული ავეჯის ფასების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლება ამგვარ ინფორმაციას გრიფით საიდუმლოს ადებდა. მისივე განმარტებით, ათონელის რეზიდენციისთვის გრიფის საიდუმლოს მოხსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლებას მხოლოდ ათონელის რეზიდენციისთვის და მხოლოდ ავეჯზე, საერთო ჯამში, მილიონ ნახევარ ლარზე მეტი ჰქონდა დახარჯული, მხოლოდ სანათებზე კი, მილიონ ლარზე მეტი. "ალბათ ეს კითხვა მაშინაც უნდა დაგვესვა, როდესაც ხდებოდა ძალიან ბევრი საწოლის შეძენა და მაშინ, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ვადებთ ამ ინფორმაციას საიდუმლო გრიფს, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ათონელის რეზიდენციას გრიფი მოვხსენით, მაშინ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე 4 თუ 5 საწოლი იქნა შეძენილი. მდივანი ერთი ცალი- 23 000 ლარი, კიდევ ერთი ცალი, 20 000 ლარი,საწოლი 14 000 ლარი, კიდევ დამატებით სამი საწოლი ათას და 1000 ლარებშია გამოხატული. 14 000 ლარი ასევე 1 სავარძელი. სანათები 37 000 ლარი, ერთი სანათი 34 000 ლარი, ანუ ჯამში მხოლოდ ათონელის რეზიდეენციისთვის, მხოლოდ ავეჯზე და რბილ ავეჯზე მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იყო დახარჯული და მხოლოდ სანათებზე და არა ელექტროობაზე-მილიონ ლარზე მეტი. ამ შემთხვევაში არავითარი რეზიდენციის მსგავსი არ კეთდება. კეთდება ჩვეულებრივი სამუშაო სივრცე ",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცქიტიშვილის მტკიცებით, "ნციონალური მოძრაობის" წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა, არასწორია. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე რემონტის ფარგლებში, მართლაც შეისყიდა ავეჯი, მაგრამ არა პრემიერისთვის, არამედ იმ სივრცის მოსაწყობად, რომელიც მაღალი რანგის დელეგაციების მისაღებადაა საჭირო. ამასთან, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ირმა ნადირაშვილის მიერ დასახელებული ციფრები არასწორია. "ქალბატონ ირმას გავრცელებულ ინფორმაციაში ჰქონდა არასწორი ციფრები მითითებული იმ თვალსაზრისით, რომ იქ, სადაც მაგალითად უწერია, რომ ერთი სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 84 სკამია, ის ციფრი, სადაც წერია, რომ საწოლი ღირდა 24 000, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ, 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ, არ იყო საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ინფორმაცია, და ალბათ, ეს არის მიზეზი, რატომაც სრულად არ შეესაბამება სინამდვილეს",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ავეჯის შესასყიდად თანხის გადარიცხვა სხვადასხვა დროს მოხდა.
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)