|
2016-10-22 08:36:19, 768 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: ავტოავარიის დროს დაშავებული სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულეს. სერგეენკო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. დედოფლისწყაროს რაიონული კლინიკიდან ინგოროყვას კლინიკაში ამ დროისთვის 3 პაციენტია ჰოსპიტალიზებული. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ჰოსპიტალიზებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „დაშავებული სამხედროები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებენ. პირველადი გამოკვლევებით გამოკვეთილია დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ, ისინი მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)