|
2016-10-21 16:55:37, 852 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩა N4ა -სა და N2 კორპუსებთან კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მათივე ცნობით, მიქელაძის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება და რამდენიმე დღეში დასრულდება. დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დიდუბის რაიონში, 103 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)