|
2016-10-21 13:59:56, 698 ნახვა
პოლიტიკა
მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში 12 065 777 ლარი გაიხარჯა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში 12 065 777 ლარი გაიხარჯა. „წლების მიხედვით ბიუროებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გადანაწილდა შემდეგნაირად: 2013 წელს 66 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჯამში გამოეყო 4 085 496 ლარი. აქედან, გაიხარჯა 3 677 212 ლარი, ხოლო გასახარჯი დარჩა 408 284 ათასი ლარი. 2014 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 794 883 ლარს. დაიხარჯა 4 199 367 ლარი; ნაშთის სახით დარჩა 595 515 ლარი. 2015 წელს მაჟორიტარი 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 750 741 ლარს. გაიხარჯა: 4 189 198 ლარი ნაშთის სახით დარჩა: 561.543 ლარი“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)