|
2016-10-21 11:54:19, 2205 ნახვა
მსოფლიო
Isis-მ ერაყის ქალაქ კირკუკში თავდასხმები განახორციელა - გარდაცვლილია 16 ადამიანი
ერაყის ქალაქ კირკუკში, ტერორისტები სამთავრობო შენობას დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, "ბოევიკები" პოლიციის რამდენიმე განყოფილებას და ელექტროსადგრუსაც დაესხნენ. France Press-ის ცნობით, ყველა თავდამსხმელს ე.წ შაჰიდის ქამარი ეკეთა. ერთ-ერთი შენობის მახლობლად ტერორისტებმა 3 ბომბი ააფეთქეს. ტერაქტი ადგილობრივიდ დროით საღამოს 6 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 12 ერაყის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელია, 4 კი, ირანელი ტექნიკოსი. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ტერორისტის მოკვლა იქამდე მოახერხეს, სანამ ის თავს აიფეთქებდა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" უკვე აიღო. ცნობისთვის, კირკუკი მოსულთან მახლობლად მდებარეობს და ის ადგილობრივი ქურთების კონტროლის ქვეშაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)