|
2016-10-20 09:43:05, 796 ნახვა
პოლიტიკა
გრინი: პრორუსული პარტიის პარლამენტში მოსვლას ვხედავ, როგორც გამოწვევას დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის
8 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც მშვიდი და უსაფრთხო არჩევნები. თუმცა პრო-რუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია - ასე აფასებს 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარკ გრინი, რომელიც "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას ესაუბრა. ყოფილი კონგრესმენი და ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მარკ გრინი მიიჩნევს, რომ “ღიად პრო-უსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია - "პრორუსული პარტიის პარლამენტში მოსვლას ვხედავ, როგორც გამოწვევას დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის. ახლა პროტესტის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ახლა, დემოკრატიულმა ძალებმა უფრო ძლიერი იდეების წარმოჩენა და ამომრჩევლებამდე მიტანა უნდა შეძლონ". გრინის თქმით, დროა, იმ პოლიტიკოსებმა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მსგავსად, ქვეყნის დასავლურ სწრაფვას ემხრობა, "ამომრჩევლებს შეახსენონ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ეს გზა. აუხსნან, თუ რატომ არის მნიშნელოვანი, ქვეყანამ შეინარჩუნოს კურსი ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ. ჩემთვის ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს არის - ეს განგაშის ზარია, რომ უბრძოლველად არაფერი მოდის". როგორც "ამერიკის ხმა" წერს, "ამომრჩეველთა ისტორიულად დაბალ აქტივობას კი გრინი უნდობლობის კულტურით ხსნის". „ჩვენ ვფიქრობთ, ამას ხელი შეუწყო უნდობლობამ. პოლიტიკური პარტიები დიდ დროს ატარებენ თავიანთი თავის და პოლიტიკის მოწინააღმდეგეების მიხედვით განსაზღვრაში. დებატების დიდი ნაწილი პერსონების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა პარტიებით უკმაყოფილო იყო, რამაც ასევე განაპირობა ამომრჩევლების დაბალი აქტივობა.“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია არჩევნების მსვლელობას თბილისსა და რეგიონებში აკვირდებოდა. გრინის შეფასებით, ყველაზე მნიშნელოვანი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება იყო: „ჩვენთვის, ვინც არჩევნებს ვაკვირდებოდით, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის, მნიშნელოვანი იყო არჩევნების მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე ჩატარება, რომ ადამიანებს მისცემოდათ არჩევანის უსაფრთხოდ გაკეთების საშუალება, კანდიდატებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ. მთლიანობაში ასეც მოხდა. მანქანის აფეთქების გარდა, რაც ცალსახად დაგმობას იმსახურებს. მთლიანობაში არჩევნები მშვიდად, უსაფრთხოდ და მეტწილად, ძალადობის გარეშე ჩატარდა.“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში რჩებიან და შუალედურ არჩევნებს დააკვირდებიან, მანამდე კი დამკვირვებლები საარჩევნო გარემოს ამსახველ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)