|
2016-10-18 09:09:37, 799 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გვიან ღამით დათვს ეძებდნენ
თბილისში გვიან ღამით დათვს ეძებდნენ. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის, თემურ ფხალაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელი დაინახა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სასმსახურიც. „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია მოზრდილი ბელი იყალთოს ქუჩაზე. შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამოდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც, ზოოპარკიდან არ არის გამოქცეული მტაცებელი ცხოველი. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განუცხადა „რუთავი 2“-ს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ. ცხოველის ძებნა გვიან ღამემდე გაგარძელდა, თუმცა, უშედეგოდ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)