|
2016-10-17 17:40:14, 2133 ნახვა
მსოფლიო
ბუდაპეშტში მედიის თავისუფლების შეზღუდვას ათასობით ადამიანი აპროტესტებს
ბუდაპეშტში მედიის თავისუფლების შეზღუდვას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიას ავტორიტარიზმსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. France Press-ის ცნობით, დემონსტრანტების ნაწილს ხელში ოპოზიციური გამოცემა Nepszabadsag-ის (“სახალხო თავისუფლების”) ნომრები ეკავათ. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანის კრიტიკით ცნობილმა გამოცემამ საქმიანობა 8 ოქტომბერს მოულოდნელად შეწყვიტა. რედაქციამ მიზეზად ეკონომიკური პრობლემები დაასახელა. მედიის ინფორმაციით, ოპოზიციური "უნგრეთის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენლებმა გაზეთ Nepszabadsag-ის გამოცემის შეწყვეტა პრესისთვის “შავი დღე” უწოდეს. ამასთან, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა განაცხადა, რომ გამოცემის დახურვა შემაშფოთებელი პრეცედენტია. მარტინ შულცმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)