22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:54:07, 664 ნახვა

პოლიტიკა
შარტავა: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა

„არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოალიციის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია“,-ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შარტავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი განცხადებებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობს.

„თუ ვინმე არ განიხილებოდა და არ განიხილება, ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან „ეროვნული ფორუმის“ მისამართით“,-განაცხადა კახა შარტავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ , „ეროვნული ფორუმის“ „თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“ გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო,თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics