|
2016-10-16 18:25:22, 877 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ახალ ტფილისში“ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
თბილისის მერი დავით ნარმანია, ზაარბრიუკენის მერთან შარლოტა ბრიცთან და ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან ერთად, "ახალ ტფილისში" თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. „ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა. განახლებული აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად „თბილისობისთვის“ შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error Images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“. მუსიკალური ხაზი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ-ბენდმა" განაგრძო. თბილისური ეზო „ახალი ტფილისის’’ ეზოში განთავსდა და მაყურებელს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. მანამდე კი „ახალ ტფილისში“ „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ გამართა წარმოდგენა. კიდევ ერთი განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით - „თხრობა მუსიკით“ მოეწყო აღმაშენებლის გამზირზე დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, სადაც სტუმრებს მუსიკით „ამეტყველებული" მუნჯი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)