|
2016-10-15 14:14:17, 915 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ "თბილისობის" შესანიშნავი დღესასწაულით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. პრემიერმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა და აღნიშნა, რომ შემოდგომა ხვავისა და დოვლათის სიმბოლოა. "გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს. ძალიან კარგია, რომ ასეთი მშვენიერი ამინდი დაგვემთხვა. წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა, ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად. თბილისობის დღესასწაული უკვე კარგ ტრადიციად იქცა. თუ არ ვცდები, 22–ე დღესაწაულია უკვე. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავის და დოვლათის სიმბოლო, სწორედ ასეთი ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)