22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 21:59:59, 847 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება

არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განცხადებით, იყო ძალადობის ფაქტები, რისი საგულდაგულოდ გამოძიებაც მთავრობაზეა დამოკიდებული. 

"იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ და განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ. უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშულ ფაქტებს. გავიმეორებ იმას, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია სახელმწიფო გამოიძიებს ამას ბალანსირებული გზით. გარდა ამისა, მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები", - აღნიშნა იან კელიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics