|
2016-10-14 16:05:46, 877 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა
თბილისის მერი დავით ნარმანია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის წარმატება და წინსვლა უსურვა. მისი თქმით, სვეტიცხოვლობა განსაკუთრებული დღეა მართლმადიდებელი ქართველებისთვის, რადგან იგი სარწმუნოების და ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა. საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობასთან ერთად, წმინდა მოციქულთა სწორის - მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)