|
2016-10-14 11:16:15, 2177 ნახვა
მსოფლიო
ბაშარ ასადი: მსოფლიოში არსებული ვითარება "ცივ ომს" ჰგავს
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, დღევანდელი ვითარება მსოფლიოში ჰგავს “ცივ ომს” მის საწყის სტადიაზე. ამის შესახებ ასადმა რუსულ გამოცემა "Комсомольская Правда"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სირიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, “ცივი ომის” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ შეუჩერებია. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, ასადმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციას ხედავს. “ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ესკალაციას, თუმცა მთავარი მიზანია მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნება, არ მისცენ საშუალება ვინმეს, იყოს პარტნიორი პოლიტიკურ ან საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს რუსეთი ან თუნდაც დასავლელი მოკავშირეები. ამიტომ ომის სუნი, რომელსაც თქვენ მესამე მსოფლიო ომს უწოდებთ, ჰაერში იგრძნობა, თუმცა ეს ჯერ პირდაპირი საომარი შეჯახება არ არის”, - განაცხადა ასადმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)