22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:54:54, 890 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე ენმ-ის აქტივისტებზე: ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა

ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა, -  ამის შესახებ შინაგან სამინისტროში აცხადებენ. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექვსივე დაკავებულის ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდნენ ბრალდებულები. 

ხუციშვილმა აქვე განაცხადა, რომ სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სატელეფონო გასაუბრების ოქმებიც. აქვე ხუციშვილი ამბობს, რომ კანონი არ დარღვეულა დაკავების დროს. 

"ამ ხალხის დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში,  სასამართლო განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელიც შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ. როდესაც ეს პირები გადაიყვანეს იზოლატორში, 4 საათიან ვადაში ყველა ოჯახი იყო გაფრთხილებული, რომ ეს პირები დააკავებულები იყვნენ და იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი,"- განაცხადა ხუციშვილმა.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ექვსივე დაკავებულის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, ასევე უწყებაში განმარტავენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სპეციალური დანიშნულების რაზმს წინააღმდეგობა გაუწია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics