|
2016-10-13 13:13:49, 871 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ მიჰყავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია, რადგან ხელისუფლება ძალაუფლების მონოპოლიზაციისკენ მიჰყავს. კახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ინიციატივა მისასალმებელია, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებენ, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ. „მივესალმები ამ ინიციატივას, ამის შესახებ განცხადება გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმაც და რამდენიმე პარტიამ. კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება „ქართულ ოცნებას“. ყველაფერს მეორე ტური გვიჩვენებს. მაგრამ მეორე ტურამდე უნდა მივიდეთ მშვიდად“, -აღნიშნა კახიძემ და დასძინა, რომ შეცდომები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მმართველობის პერიოდში დაუშვა, სწორედ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შედეგად მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)