03:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 12:35:54, 2030 ნახვა

მსოფლიო
ევროპული ქვეყნები სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავენ

რამდენიმე ევროპული ქვეყანა სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ გამოცემა The Financial Times  ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, სანქციები შესაძლოა, რუსეთის მაღალი თანამდებობის 12 პირს დაუწესდეს.

როგორც მედია საშუალება წერს, ახალი სანქციების დაწესების ინიციატორები დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთი და გერმანია არიან. ეს ქვეყნები შეზღუდვების დაწესებას სირიელი მაღალჩინოსნებისთვისაც ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს სირიაში ვითარების ესკალაციის ფონზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics