22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 12:26:28, 1548 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 13.1%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 231.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.1%-ით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5% იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5% მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მილიონი აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მილიონი აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics