|
2016-10-13 11:34:01, 674 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს
თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის კომისიამ „საქართველოს მწვანე ავტოკლუბის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ორგანიზაციის „იარე ფეხით“ მიერ წარმოდგენილი იდეები მოიწონა. მათივე ცნობით, ქალაქის მთავრობამ პროექტებს მხარი დაუჭირა, რომლებიც კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით საგზაო უსაფრთხოების, მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ, მოძრაობის წესების დაცვის საკითხებში საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მიერ მოწონებული პროექტები წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ. მერიამ „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის დაწყების შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი საერთო ბიუჯეტი 50 ათასი ლარია. თბილისის მთავრობა პროგრამის განხორციელებას მომავალ წელსაც გააგრძელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)