|
2016-10-13 11:10:57, 2204 ნახვა
მსოფლიო
ბერლინის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილმა ციხეში თავი მოიკლა
ბერლინის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილმა სირიელმა ლტოლვილმა ლაიფციგის ციხეში თავი მოიკლა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრმა თვითმკვლელბამდე შიმშილობა გამოაცხადა და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლო მან თავის მოკვლა. ცნობისთვის, ალ-ბაქრი ლაიფციგში 10 ოქტომბერს დააკავეს. სექტემბრის ბოლოს გერმანულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” გერმანიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა. შეგახსებეთ, რომ გასულ კვირას სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლეს და მასზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესეს. ეჭვმიტანილი სირიელი ლტოლვილი, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრი აღმოჩნდა, რომელიც გერმანიაში გასული წლის თებერვალში ჩავიდა. მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიელმა მასზე თვალთვალის დაწესების მეორე დღეს მაღაზიაში ცეცხლგამძლე წებო იყიდა. პოლიციის ცნობით, ეს იყო უკანასკნელი კომპონენტი, რომელიც ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად სჭირდებოდა. ალ-ბაქრის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც გამოსაყენებლად უკვე მზად იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)