22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 17:27:58, 1472 ნახვა

ეკონომიკა
უზნაძის ქუჩაზე სახელმწიფოს ქონება 800 000 აშშ დოლარად იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა  თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე  2796.00 კვ.მ უძრავი ქონება, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი  800 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საპრივატიზებო პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 100 ნომრიანი სასტუმროსა და კომერციული ფართების მოწყობა; 6 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება; 16 თვის ვადაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული პროექტით, მათ მიერვე განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1 600 კვ.მ. არქეოლოგიური ცენტრის შენობის უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ აშენება. 

მათივე ინფორმაციით,  ელექტრონული აუქციონი  2016 წლის  1 ნოემბერს 17.00 საათზე დასრულდება. 
 
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/356297 

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ყველა დაინტერესებულ პირს  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics